გადაქსოვილი

Your browser doesn’t support HTML5

თბილისში, ევროპის სახლში, გაიხსნა გამოფენა-გაყიდვა „გადაქსოვილი“. გამოფენაზე ქართველი აზერბაიჯანელების მიერ მოქსოვილი ხალიჩები არის წარმოდგენილი. ხალიჩები ნატურალური საღებავებით არის დამუშავებული და ძველი ხალიჩების მიხედვით მოქსოვილი. ღონისძიების მიზანი აზერბაიჯანულ სოფლებში შემონახული ორნამენტებისა და ქსოვის ტექნიკის აღდგენა და საზოგადოებისთვის გაცნობაა. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია Caucasus Hope Partnership-ის მიერ ხორციელდება. გამოფენა 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.