ხარჯიანი სოფლის მეურნეობა და შედეგები

საქართველოს მთავრობის სხდომა

საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ იწყებს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამას. სახელმწიფო ასევე განახორციელებს ჩაის გადამამუშავებელი მცირე საწარმოების ხელშეწყობის პროგრამას. საყოველთაო ხვნა-თესვის, ყურძნისა თუ ციტრუსების ჩაბარების სუბსიდირების, ასევე სოფლის მეურნეობის სხვა პროგრამების დაფინანსების ფონზე, აგრარული სექტორი უმნიშვნელოდ გაიზარდა.

საქართველოს მთავრობის უკანასკნელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ სოფლის მეურნეობაში სახელმწიფოს როლის გასაზრდელად ახალი პროგრამების დაფინანსება დაიწყება - კერძოდ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 7 ათას ჰექტარამდე ჩაის პლანტაციების ეტაპობრივი რეაბილიტაცია განხორციელდება. პროგრამა, სახელწოდებით „ქართული ჩაი", სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად მოამზადა.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ 18 ნოემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, „ქართული ჩაის“ პროგრამის განხორციელება მომავალი წლიდან დაიწყება.

Your browser doesn’t support HTML5

ხარჯიანი სოფლის მეურნეობა და შედეგები