ხმა ძველი თბილისიდან

Your browser doesn’t support HTML5

დუდუკი, ზურნა, თარი, საზი, დაირა, დიპლიპიტო, არღანი და ბევრი სხვა საკრავი ატკბობდა თბილისელთა სმენას მრავალი წლის წინ. დღეს თბილისში სულ სხვა ჰანგები ისმის. ჩამოთვლილ ინსტრუმენტთა ნაწილმა მუზეუმებში დაიდო ბინა, მაგრამ ნაწილი დღესაც აგრძელებს სიცოცხლეს და საინტერესო ამბებსაც მოგვითხრობს. ერთ-ერთი მათგანია არღანი - ხელის სატარებელი ორგანის სახეობა, ურომლისოდაც წარმოუდგენელი იყო ძველი თბილისი.