„ხოხბის ცრემლები“ აფხაზეთიდან კახეთამდე

კახეთში, ქვემო მაჩხაანში არსებულ ვაზისა და ღვინის მცირე საწარმო „ხოხბის ცრემლებს“ უკვე ფართოდ იცნობენ ბიოლოგიური ღვინის, ანუ ქვევრის ღვინის, მოყვარულები. ქართულ-ამერიკული, ანუ როგორც ქიზიყში უწოდებენ, გელასა და ჯონის კომპანია, რომელიც 2006 წელს დაარსდა, უკვე მსოფლიოს 21 ქვეყანაში ეწევა ქვევრში დაყენებული ქართული ღვინის ექსპორტს. „ღვინო რომ ბიოლოგიური იყოს, ამისთვის საჭიროა, რომ ვენახში არ შევიდეს პესტიციდები და ქიმიური სასუქები, ხოლო მაჭარი ქვევრში დადუღდეს ყოველგვარი ქიმიური დანამატებისა და საფუარის გარეშე“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი გელა ფათალიშვილი, რომელსაც მარტის ბოლოს ვესტუმრეთ მეურნეობაში, სადაც, ცნობილი საფერავისა და რქაწითლის გარდა, შეხვდებით ვაზის იშვიათ ჯიშებს: კახურ მცივანას, ჩიტისთვალას, გრძელმტევანასა და ბუერას.

Your browser doesn’t support HTML5

„ხოხბის ცრემლები“ აფხაზეთიდან კახეთამდე