1979 წლის თებერვალი: აიათოლა ხომეინი გადასახლებიდან ირანში ბრუნდება

აიათოლა რუჰოლა ხომეინი, ირანის გადასახლებაში მყოფი რელიგიური ლიდერი, პარიზში დილის ლოცვის შემდეგ, პრესკონფერენციას მართავს. მთარგმნელის მეშვეობით, მან საერთაშორისო ჟურნალისტებს უთხრა, რომ ირანის არმიის მიერ აეროპორტების დახურვის გამო, თეირანში ჩასვლის გადადება უწევს. 25 იანვარი, 1979.

ხომეინი ტოვებს თავის რეზიდენციას საღამოს ლოცვისთვის, პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში წასვლამდე სულ რამდენიმე საათით ადრე. 31 იანვარი, 1979.

ხომეინი მოკლედ გაესაუბრა რეპორტიორებს შარლ დე გოლის აეროპორტში. რამდენიმე წუთში, 14 წლიანი გადასახლების შემდეგ, ის ჩარტერული რეისით გაფრინდება ირანში. ხომეინის გვერდით თავისი შვილიშვილი ზის. 31 იანვარი, 1979.

ხომეინი ზის თვითმფრინავში, რომლითაც ირანში დაბრუნდება.

ხომეინი ჩამოდის თვითმფრინავიდან. პარიზიდან თეირანამდე, მასთან ერთად 120-მდე ჟურნალისტმა იფრინა.

აეროპორტიდან, თეირანის გავლით, ბაჰეშტე ზაჰრას სასაფლაომდე ხომეინის ძლიერი დაცვა აცილებს.

ხომეინი თეირანის აეროპორტში მხარდამჭერებითაა გარშემორტყმული.

ხომეინის ავტოკოლონას მხარდამჭერები ქუჩაში ეგებებიან.
 

გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, ხომეინი სიტყვით გამოდის ბეჰეშტე ზაჰრას სასაფლაოზე.

ხალხი უსმენს ხომეინის მიმართვას. დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი შეიკრიბა თეირანში მხარდაჭერის გამოსახატად.

ხომეინი ესალმება მიმდევრებს თეირანში თავისი სამმართველოს აივნიდან. 2 თებერვალი 1979.

ხომეინი მიმართავს ხალხს თავის შვილთან, აჰმადთან ერთად. 4 თებერვალი, 1979.

მეჰდი ბაზარგანი, ირანის დროებითი მთავრობის ახლად დანიშნული პრემიერ მინისტრი ესაუბრება ხომეინის. 5 თებერვალი, 1979.

ხომეინი მართავს პრესკონფერენციას თეირანში. 5 თებერვალი, 1979.