კონფლიქტის ესკალაცია

ელენე ნათენაძე, შოთა შველიძე

ვიწყებთ ყოველკვირეულ პროგრამა „გადაკვეთის წერტილს“, რომელიც „ბერგჰოფის ფონდთან“ პარტნიორობითაა მომზადებული. გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „ბერგჰოფის ფონდი“ კონფლიქტოლოგიისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მუშაობს. ფონდი 2000 წლიდან სწავლობს კავკასიაში არსებულ კონფლიქტებს, 2008 წლიდან კი ფასილიტაციას/მედიაციას უწევს ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ სამოქალაქო დიალოგის პროცესს.

Your browser doesn’t support HTML5

კონფლიქტის ესკალაცია

გადაცემაში შემოგთავაზებთ ეპიზოდებს სხვადასხვა ადამიანის ცხოვრებიდან - ეპიზოდებს, რომელთაც თავად მთხრობელები გამოყოფენ და რომლებითაც, საბოლოო ჯამში, ისტორიის ერთგვარი მოზაიკური სურათი იქმნება. საუბარი გვექნება რესპონდენტების მიერ მონაყოლ ამბავზე იმის შესახებ, თუ როგორ მწიფდებოდა კონფლიქტი აფხაზეთში.

გადაცემის სტუმრები: შოთა შველიძე - „ბერგჰოფის ფონდის“ პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი; ელენე ნათენაძე - „ბერგჰოფის ფონდის“ ფასილიტატორი, მკვლევარი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური არაფორმალური დიალოგის მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორი.