კონსტანტინე კანდელაკი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე

Your browser doesn’t support HTML5

19 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო კონსტანტინე კანდელაკი, "სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის" გამგეობის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების რაობასა და მნიშვნელობაზე. კონსტანტინე კანდელაკმა აღნიშნა, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება შორს არის იდეალისგან, თუმცა, ამ ხარვეზიან გარემოშიც, ხაზი გაუსვა ამომრჩევლის აქტიურობის მნიშვნელობას. "დილის საუბრების" სტუმარმა განმარტა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არის საქართველოს მოქალაქეთა უფლება თვითმმართველობის ორგანოების საშუალებით მოაგვაროს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები და ამ უფლების განხორციელებაში ძალიან მნიშვნელოვანია თავად მოქალაქის გათვითცნობიერება და აქტიურობა.