კოსტაობა და ოსური სახლი
Your browser doesn’t support HTML5
კოსტაობა საქართველოში ოქტომბერში იმართება ხოლმე. ამ დღეს თბილისსა და კახეთის სოფელ არეშფერანში ოსი პოეტისა და მწერლის, კოსტა ხეთაგუროვის, ხსოვნის დღეს აღნიშნავენ. წლევანდელ კოსტაობას ოსური სახლის გახსნაც დაემთხვა და ზეიმს ჩრდილოეთ ოსეთიდან ჩამოსული სტუმრებიც შეუერთდნენ.