LUCAS - ირანული დრონის ასლი აშშ-ის შეიარაღებაში

ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატები LUCAS-ები. 23 ნოემბერი, 2025.

ირანის წინააღმდეგ ისრაელისა და ამერიკის ოპერაციის დროს აშშ-ის სამხედროებმა პირველად გამოიყენეს საკუთარი კამიკაძე დრონები სახელწოდებით LUCAS, რომელიც ირანული „შაჰედის“ ასლია.

ეს დრონები ირანში სამიზნეების წინააღმდეგ გაუშვეს 28 თებერვალს, ირანზე აშშ-ის დარტყმების პირველ დღეს. თითქმის ერთი კვირის შემდეგ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა, LUCAS-ის ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს ბრძოლის ველზე „შეუცვლელი“ უწოდა.

ეს დრონები დეკემბერში მიიღო შეიარაღებაში მაშინ შექმნილმა ოპერატიულმა ჯგუფმა „მორიელის დარტყმამ“, რომელიც ახლო აღმოსავლეთშია განლაგებული. ის ჩამოყალიბდა „აშშ-ის არმიის ისტორიაში პირველი კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატების ესკადრილიის შესაქმნელად“. LUCAS-ებით შეიარაღებულმა ჯგუფმა უნდა „შეცვალოს თამაშის წესები ირანის წინააღმდეგ“, განუცხადა მაშინ გამოცემა War Zone-ს აშშ-ის ანონიმმა ოფიციალურმა პირმა. „LUCAS-ის ერთი პლატფორმის ღირებულება დაახლოებით 35 ათასი აშშ დოლარია. ეს არის იაფი სისტემა, რომლის მასშტაბის გაზრდა შეიძლება, ის მოწინავე შესაძლებლობებს უზრუნველყოფს შორ მანძილზე მოქმედი იმ ტრადიციული ამერიკული სისტემების ღირებულების მხოლოდ მცირე ნაწილით, რომლებსაც მსგავსი შედეგების მიღწევა შეუძლიათ“, განუცხადა დეკემბერში War Zone-ს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის წარმომადგენელმა, სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტანმატიმჰოკინსმა.

ამერიკელი ოფიციალური პირები და სამხედრო პერსონალი არ მალავენ იმ ფაქტს, რომ კამიკაძე დრონი LUCAS-ი არის ირანული „შაჰედის“ პრაქტიკულად სრული ასლი, რომელიც შექმნილია "უკუინჟინერიის" პროცესის გამოყენებით, როცა ტექნოლოგიას შლიან, შეისწავლიან და ხელახლა ქმნიან.

როგორ მოიპოვა აშშ-მა ირანული დრონი, უცნობია. აშშ-ის წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანული „შაჰედი“ „რამდენიმე წლის წინ ჩაიგდეს ხელში“. როგორ მოხდა ეს და არის თუ არა ეს ამ ტიპის დრონებიდან ერთ-ერთი, რომელიც უკრაინამ ჩამოაგდო, უცნობია.

ჩამოგდებული რუსული კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატი „გერანი“ (ირანული „შაჰედის“ ასლი) კიევში გამართულ გამოფენაზე, 2025 წლის 27 ოქტომბერი.

„ხელში ჩაიგდეს“ და გაიმეორეს. როგორ შეიქმნა ამერიკული კამიკაძე დრონი

2025 წლის 15 მაისს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს, ამერიკის ჯარების შეიარაღებაში იხილოს დაბალფასიანი 35-40 ათასი დოლარის ღირებულების დრონები „ირანულ სტილში“. უკვე 6 ივლისს ამერიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებულებას „სამხედრო დრონების სფეროში აშშ-ის დომინირების უზრუნველყოფის შესახებ“, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა დააჩქაროს უპილოტო საფრენი აპარატების ტექნოლოგიების შემუშავება და უპილოტო საფრენი აპარატების სრულად ინტეგრირება ეროვნული საჰაერო სივრცის სისტემაში.

10 ივლისს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმაპიტჰეგსეთმა დავალებებით მიმართა აშშ-ის შეიარაღებული ძალების უმაღლეს სარდლობას და ამერიკელ მწარმოებლებს.

თავის წერილში მან აღნიშნა, რომ ამერიკული უპილოტო სისტემების შემუშავების გეგმა სამი მიმართულებისგან შედგება:

• დრონების საწარმოებლად ამერიკული საწარმოო ბაზის გაძლიერება. ამისთვის დამტკიცდება შეიარაღებული ძალების მიერ „ასობით ამერიკული პროდუქტის“ შესყიდვები;

• ტექნოლოგიური ნახტომის უზრუნველყოფა. საამისოდ ამერიკული ქვედანაყოფები აღიჭურვება დაბალფასიანი დრონებით, რომლებსაც ამერიკელი ინჟინრები და ხელოვნური ინტელექტის დანერგვის სპეციალისტები შექმნიან.

• წვრთნის პროცესის შეცვლა. სამხედრო მოსამსახურეთა წვრთნა და სამხედრო წვრთნები უნდა ტარდებოდეს დრონების გამოყენებით, ვინაიდან „შეერთებული შტატები ისე ივარჯიშებს, როგორც გეგმავს ბრძოლის წარმოებას“.

სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ პენტაგონში გამართულ ღონისძიებაზე წარმოადგინეს დრონი LUCAS-ი, რომელიც შექმნა კომპანია SpektreWorks-მა არიზონიდან. უპილოტო საფრენი აპარატის სტენდზე გამოფენილი იყო დაბალფასიანი დრონების შესახებ ტრამპის მიერ მაისში გაკეთებული განცხადების ასლი.

უკვე დეკემბერში LUCAS-ი შეიტანეს სამუშაო ჯგუფ „მორიელის დარტყმის“ შეიარაღებაში, ხოლო რამდენიმე კვირის შემდეგ ის გამოსაცდელად სპარსეთის ყურეში გაუშვეს ხომალდ „სანტაბარბარადან“. ზოგიერთი ცნობით, ეს დრონები შესაძლოა გამოყენებულ იქნა ვენესუელაში აშშ-ის ოპერაციის დროს, მაგრამ ამ ინფორმაციის დამოუკიდებელი დადასტურება არ მოიპოვება.

დრონი LUCAS-ის გამოცდა, 2025 წლის 16 დეკემბერი.

აშშ-ის სარდლობამ უპილოტო საფრენი აპარატი LUCAS-ის პირველი ოფიციალური გამოყენების შესახებ განაცხადა 28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ ოპერაციის პირველ დღეს. დრონებს, როგორც ჩანს, ხმელეთიდან უშვებდნენ და ისინი ირანის საჰაერო თავდაცვის ჩასახშობად და ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისთვის გამოიყენებოდა.

აშშ-ის მიერ გამოყენებული ერთ-ერთი LUCAS-ი ერაყში ჩამოვარდა 5 ივლისს. ადგილობრივმა მოსახლეობამ ამის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა.

აშშ-ის სარდლობის მიერ გამოქვეყნებულ გრაფიკაში, რომელშიც ირანის წინააღმდეგ სხვადასხვა საიერიშო ოპერაციაზეა ლაპარაკი, ვკითხულობთ, რომ 8 მარტს LUCAS-ის დრონებით სხვადასხვა მიმართულებიდან განხორციელდა მასიური დარტყმა. სხვათა შორის, ინტერნეტში ამერიკული კამიკაძე დრონის გამოყენების მხოლოდ ერთი ვიდეო გამოქვეყნდა. გადაღების თარიღი უცნობია.

აშშ-ის სარდლობას დრონის ოფიციალური მახასიათებლები არ გამოუქვეყნებია. თუმცა, Forecast International-ის პუბლიკაციის თანახმად, ცხადია, რომ LUCAS-ის შესაძლებლობები უფრო მოკრძალებულია, ვიდრე მისი ირანული ანალოგისა:


• სიგრძე: 3 მეტრი ირანული „შაჰედ-136-ის 3,5 მეტრის წინააღმდეგ;

• ფრთების შლილი: „ორ მეტრზე მეტი“ „შაჰედის“ 2,5 მეტრის წინააღმდეგ;

• ფრენის სიჩქარე: ამერიკული დრონის 137 კმ/სთ ირანულის 185 კმ/სთ-ის წინააღმდეგ;

• ქობინის წონა: 18 კილოგრამი („შაჰედის“ ქობინის წონა არის 50 კგ, ხოლო რუსული ვერსიის ქობინისა - 90 კგ)

• დიაპაზონი: 1000–2000 კილომეტრი (შაჰედის დიაპაზონი 2000 კმ-ია).


National Interest-ი ეთანხმება Forecast International-ს ქობინის ზომის შეფასებაში და დასძენს, რომ ამერიკული დრონის ფრთების სიგრძე 2,43 მეტრია, რაც ირანული დრონისას ჰგავს, ხოლო ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი 120 კილოგრამით ნაკლებს იწონის: 80-ს 200-ის წინააღმდეგ. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ უპილოტო საფრენი აპარატი LUCAS-ის ფრენის დიაპაზონი მხოლოდ 800 კილომეტრია და არა ერთი-ორი ათასი.

National Interest აღნიშნავს, რომ დრონები ავტონომიურად მოქმედებს და შეუძლიათ სამიზნეებზე „გუნდურად“ თავდასხმა, რათა უფრო ეფექტიანად დათრგუნონ მტრის თავდაცვა. მათი გაშვება შესაძლებელია მანქანებსა და გემებზე მოთავსებული სპეციალური „კატაპულტებიდან“.

დრონის უკანა ნაწილში განთავსებულია სატელიტური კავშირი Starlink-ის ტერმინალი ან უფრო სავარაუდოა, რომ Starshield-ი - იმავე კომპანია SpaceX-ის კომუნიკაციის უფრო დაცული ვერსია აშშ-ის სამთავრობო, სამხედრო და სადაზვერვო სტრუქტურებისთვის. ეს დრონებს პრაქტიკულად იმუნურს ხდის რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების უმეტესობის მხრიდან ჩახშობისადმი..

რა რაოდენობით არის წარმოებული LUCAS-ი, უცნობია. ზოგიერთი ანალიტიკოსიჰეგსეთის დირექტივაზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ აშშ მომდევნო ორი წლის განმავლობაში 340 ათასი ასეთი დრონის წარმოებას გეგმავს. თუმცა, ეს გეგმა საბრძოლო ქვედანაყოფებისთვის „მცირე უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას“ მოიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის, სავარაუდოდ, ეხება მხოლოდ ან ძირითადად FPV დრონებს. გარდა ამისა,ჰეგსეთის გეგმაში დრონების ფასები არ ემთხვევა LUCAS-ის ფასებს: 2026 წლის თებერვლიდან ივლისამდე ამერიკის კომპანიებმა უნდა აწარმოონ 30 ათასი დრონი, რომელთა საცალო ღირებულება 5000 დოლარი იქნება. ფასი თანდათან უნდა შემცირდეს 2300 დოლარამდე. ხოლო ერთი LUCAS-ის ოფიციალური ფასი 35 ათასი დოლარია.


იაფი და ზუსტი, მაგრამ არა განსაკუთრებით დამანგრეველი. ერთჯერადი დრონების დადებითი და უარყოფითი მხარეები

ამერიკელი სამხედრო ექსპერტი მაიკლკოფმანი კამიკაძე უპილოტო საფრენ აპარატებს ფრთოსანი რაკეტების იაფ ვერსიას უწოდებს. ის ასევე აღნიშნავს, რომ მათი გაშვებისთვის არ არის საჭირო ძვირადღირებული გამშვები მოწყობილობები, როგორც ეს რაკეტების შემთხვევაშია: საკმარისია მიწაზე დამონტაჟებული ან მანქანაზე მიმაგრებული იაფი პლატფორმა.

გარდა ამისა,კოფმანი აღნიშნავს, რომ მარტივია არა მხოლოდ ასეთი სისტემების მასშტაბირება, არამედ მათი მოდერნიზაციაც, მათი ადაპტაცია მუდმივად ცვალებად ბრძოლის ველთან, რაც უკრაინის ომმა აჩვენა. ექსპერტი აღნიშნავს, რომ ირანული „შაჰედის“ რუსული ასლი, „გერანი“, დღეს ტექნოლოგიურად გაცილებით უფრო დახვეწილი და მოწინავეა, ვიდრე ირანული ორიგინალი.

კოფმანი ასეთი დრონების კიდევ ერთ უპირატესობად ასახელებს მაღალ სიზუსტეს.

ამ ჭურვების ნაკლოვანებებს შორის ექსპერტი გამოყოფს მათ დაბალ სიჩქარეს, რის გამოც მათი ჩამოგდება შეუძლიათ მიწა-ჰაერი და ჰაერი-ჰაერი კლასის იარაღის მეშვეობით, მათ შორის,გადამტაციდრონებით. ფრთოსანი რაკეტებისგადამტაციდრონებით ჩამოგდება შეუძლებელია. მაიკლკოფმანი ასევე აღნიშნავს, რომ დრონების დაბალი სიჩქარე გამორიცხავს მოულოდნელ დარტყმებს, მაგალითად, მტრის შორეულ სამხედრო აეროდრომებზე. ჯერ ერთი, კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილი ჩამოგდებულ იქნება; მეორეც, ავიაციამ, რომელიც ასეთი დარტყმების მთავარი სამიზნეა, შეიძლება დრონების მოსვლამდე დატოვოს თავისი განლაგების ადგილი. ის ასევე აღნიშნავს, რომ მოძრავი სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენების შესაძლებლობა კამიკაძე უპილოტო საფრენ აპარატებში მხოლოდ ახლა ინერგება.

„ამჟამად ასეთი გამოყენება რამდენიმე ასეული კილომეტრის მანძილზეა დოკუმენტირებული. სამიზნის ავტომატური მითითების წყალობით მომავალში ასეთი დრონები ოპერატორის მონაწილეობის გარეშე შეძლებს მოძრავი სამიზნეების განადგურებას მტრის ტერიტორიის სიღრმეში“, ამბობსკოფმანი. ანალიტიკოსი ასევე ხაზს უსვამს დრონების ირანული ვერსიის შედარებით მაღალ ხილვადობას და ჩახშობისადმი მგრძნობელობას. რუსეთის არმიამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თავისი დრონი „გერანი“: როგორც აღმოჩენის თვალსაზრისით (კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატების დაფარვით სარადიოლოკაციო სიგნალის შთამნთქმელი სპეციალური საღებავით), ასევე ჩახშობის თვალსაზრისით, მათ შორის გაუმჯობესებული CRPA ანტენების გამოყენებით.

მაიკლკოფმანი მიიჩნევს, რომ კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატები ვერ შეძლებს ტრადიციული იარაღის სრულად ჩანაცვლებას, მაგრამ შეიძლება გახდეს მათი სასარგებლო დანამატი, განსაკუთრებით მასიური კომბინირებული თავდასხმების დროს, როდესაც დრონების დიდ რაოდენობას შეუძლია საჰაერო თავდაცვის სისტემების გადატვირთვა და ამით ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების დახმარება სამიზნეებზე თავდასხმაში. „ასე იქცევა რუსეთის არმია: მათ შეუძლიათ გამოიყენონ 500-600 დრონი 20-40 ფრთოსან რაკეტასთან და 10-20 ბალისტიკურ რაკეტასთან ერთად. გარდა ამისა, დრონები ისეა დაპროგრამებული, რომ სამიზნეებს ერთდროულად მიუახლოვდნენ, მაგრამ სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა ტრაექტორიით, რაც კიდევ უფრო ართულებს საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობას.

ასევე ნახეთ ჯადოსნური ტყვია? როგორ იყენებენ ლაზერულ იარაღს დრონების წინააღმდეგ

მნიშვნელოვან როლს ასრულებს ასეთი თავდასხმების მასშტაბი. ამჟამად თუ ბალისტიკური რაკეტებისგადატაცების მაჩვენებელი 60-70%-ია, ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე რაკეტამ მოახერხა შეღწევა და, შესაძლოა, სამიზნეების მოხვედრა. თუ დრონებისგადატაცების მაჩვენებელი 70%-ს ან მეტს აღწევს, ეს მაინც იმას ნიშნავს, რომ ასობით დრონმა შეძლო საჰაერო თავდაცვის სისტემაში შეღწევა და სამიზნეების პოვნა. დიახ, ისინი ნაკლებად მძლავრ ქობინებს ატარებენ, მაგრამ რაოდენობა თავისით გადადის ხარისხში“, განმარტავს ექსპერტი.

კვლევითი ჯგუფის, Conflict Intelligence Team-ის (CIT) ანალიტიკოსები ასევე თვლიან, რომ კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატები შეიძლება ტრადიციული იარაღის მხოლოდ დამატება იყოს. ისინი აღნიშნავენ, რომ დრონებს მართლაც პატარა საბრძოლო ნაწილი აქვთ რაკეტებთან ან ბომბებთან შედარებით. საჰაერო თავდაცვის ჩახშობისა და ჰაერში უპირატესობის პირობებში საჰაერო ბომბების გამოყენება ხშირად უფრო მოსახერხებელია, ვიდრე დრონების გაშვება.

„ყველაზე დიდი კამიკაძე დრონების ქობინი, როგორც წესი, 50-100 კილოგრამს შეადგენს, ხოლო ბომბები, როგორც წესი, 250-500 კილოგრამს ან მეტს იწონის. კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატი, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს მიწისქვეშა ბუნკერის, ბეტონის შენობის, გრძელვადიანი საცეცხლე წერტილის ან სხვა მსგავსი ძლიერი გამაგრების განადგურებას, მაშინ როდესაც ბომბი ამ ამოცანას ადვილად ართმევს თავს“, განმარტავენ CIT-ში. CIT-ის ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ რუსეთის არმია „შაჰედებს“უკრაინაში შეჭრის დროს ფართო სპექტრის სამიზნეების წინააღმდეგ იყენებს, რადგან მან ვერ შეძლო უკრაინის საჰაერო თავდაცვის ჩახშობა, ამიტომ მის თვითმფრინავებს მხოლოდ შეხების ხაზთან მიახლოება შეუძლიათ, მაგრამ, როგორც წესი, არ კვეთენ მას.

ამერიკისა და ისრაელის არმიები, თავის მხრივ, ცდილობენ მტრის საჰაერო თავდაცვის სისტემების ჩახშობას, რომელშიც კამიკაძე დრონები შეიძლება დაეხმაროთ, მაგრამ ამის შემდეგ ისინი თავდასხმის სხვა საშუალებებზე გადადიან. CIT აღნიშნავს, რომ საჰაერო უპირატესობის მოპოვება აშშ-ის სამხედრო დოქტრინის მნიშვნელოვანი ნაწილია და ეს ფუნდამენტურად განასხვავებს აშშ-ის მონაწილეობით ომებს რუსეთ-უკრაინის ომისგან.

ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ კამიკაძე უპილოტო საფრენ აპარატებს თავდაპირველად აწარმოებდნენ საჰაერო თავდაცვის „დაბრმავებისთვის“, კერძოდ, სარადიოლოკაციო სისტემების განადგურებისთვის, რომელთა გარეშეც გამშვები დანადგარები არაეფექტიანი ხდება. „ამის შემდეგ ბრძოლაში ებმება ავიაცია, ბომბავენ გამშვებ დანადგარებს, შემდეგ კი თვითმფრინავები მშვიდად დაფრინავენ და სხვა სამიზნეებს ანადგურებენ. გარკვეულწილად, ეს სქემა უფრო მოსახერხებელია, ვიდრე უბრალოდ „შაჰედების“ ან სხვა კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატების ტალღების გაგზავნა, რადგან თუ საჰაერო თავდაცვა არ ჩაახშვეთ, მას შეუძლია „შაჰედების“ ამ ტალღების ჩამოგდება“, განმარტავენ ანალიტიკოსები.


დრონების ციკლი. ვინ შექმნა პირველმა კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატები?

მიუხედავად იმისა, რომ არაერთმა ქვეყანამ შეერთებულ შტატებზე გაცილებით ადრე დაიწყო დაბალფასიანი კამიკაძე დრონების მასობრივი წარმოება, სწორედ შეერთებული შტატები იდგა დღევანდელი „შაჰედების“, „გერანებისა“ და LUCAS-ების ერთ-ერთი წინაპრის შექმნის უკან. 1980-იან წლებში გერმანიამ და შეერთებულმა შტატებმა დაიწყეს Dornier DAR-ის, ერთჯერადი უპილოტო საფრენი აპარატის, განვითარება. ის შექმნილი იყო როგორც სარადარო დანადგარების განადგურებისთვის თავად საჰაერო თავდაცვის სისტემების „დაბრმავებით“, ასევე უბრალოდ მათი გადატვირთვისთვის სატყუარას როლის შესრულებით.


უპილოტო საფრენი აპარატის პროტოტიპი 110 კგ-ს იწონიდა და 250 კმ/სთ მაქსიმალურ სიჩქარეს აღწევდა. Defense Express აღნიშნავს, რომ მას შეეძლო ჰაერში სამ საათამდე დარჩენა, რაც ნიშნავს, რომ პოტენციურად შეეძლო 600 კილომეტრზე ფრენა. თუმცა, საბჭოთა კავშირის დაშლისა და ცივი ომის დასრულების შემდეგ, პროექტი შეჩერდა.

ზოგიერთი ცნობით, ტექნოლოგია ისრაელს მიჰყიდეს, მაგრამ ამის პირდაპირი საბუთი არ არსებობს, თუმცა 1990-იანი წლების ბოლოს ისრაელმა შექმნა საკუთარი დრონი „ჰარპია“, რომელიც ვიზუალურად გერმანულ კამიკაძე უპილოტო საფრენ აპარატს ჰგავს. მოგვიანებით ისრაელმა შექმნა უფრო დიდი კამიკაძე დრონი „ჰაროპი“.

თუმცა, ამ ტიპის ყველაზე ცნობილი დრონი დღეს ირანული „შაჰედია“. არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომ ისინი გერმანული ან ისრაელის ერთჯერადი დრონებით იყო შთაგონებული (ამასთან, ირანი დიდი ხანია დაკავებულია კამიკაძე დრონების შექმნით), მაგრამ ვიზუალურად, ირანული „შაჰედი“ თითქმის მთლიანად „ჰარპიასა“ და Dornier DAR-ის იდენტურია.

ირანული „შაჰედი“ თეირანში, 2026 წლის 11 თებერვალი.

„გერანი-შაჰედებისრუსული ასლი - თავისი ირანული წინამორბედების ტექნოლოგიურად უფრო სრულყოფილი ვერსიაა. რუსეთის არმიამ არა მხოლოდ გააუმჯობესა, არამედ გააფართოვა კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება, ფაქტობრივად შეცვალა მათი გამოყენების მეთოდი: მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ასეთი ჭურვი განკუთვნილი იყო საჰაერო თავდაცვის სისტემების ჩასახშობად და შემდგომში საჰაერო უპირატესობის მოსაპოვებლად, რუსეთმა ახლა დაიწყო მათი გამოყენება უკრაინაში საწყობების, ქარხნების, კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, ასევე მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმებისთვის.

უკრაინაც აქტიურად იყენებს შორ მანძილზე მოქმედ კამიკაძე დრონებს, მაგრამ მათი დიზაინი განსხვავდება „შაჰედებისა“ და „გერანებისგან“. და მიუხედავად იმისა, რომ ირანულ-რუსული დრონის შემცირებული ასლი უკრაინაში ერთ წელზე მეტი ხნის წინ წარმოადგინეს, სავარაუდოდ, ის მასობრივ წარმოებაში არ ჩაუშვიათ.


ძალიან გვიან ხომ არ არის? აშშ და უკრაინის ომის გამოცდილება

კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატები უკვე რამდენიმე წელია გამოიყენება უკრაინაში მიმდინარე ომში. ასევე ცნობილია, რომ ჩინეთი რამდენიმე წელია საკუთარ „შაჰედის მსგავს“ დრონებს ავითარებს.

შეერთებულმა შტატებმა კი მხოლოდ შარშან გამოაცხადა დაბალფასიანი და მასობრივი იარაღის განვითარებაში ინვესტირების განზრახვის შესახებ.

Conflict Intelligence Team-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის არმიაში გულდასმით სწავლობდნენ უკრაინაში ომის გამოცდილებას მისი დაწყებიდან მოყოლებული და რომ LUCAS-ის დრონები შარშან ზაფხულში წარმოადგინეს, ამიტომ არ შეიძლება ითქვას, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამოცდილება შეუმჩნეველი დარჩა. ამავე დროს ანალიტიკოსები დასძენენ, რომ არამეომარი ქვეყნების სამხედრო-სამრეწველო კომპლექსების მოდერნიზება მართლაც უფრო ნელა ხდება, ვიდრე შეიარაღებულ კონფლიქტებში ჩართული სახელმწიფოებისა.

„არმია კონსერვატიული სტრუქტურაა, მაგრამ იმის გაგება, რომ უკრაინის ომიდან გარკვეული გაკვეთილების სწავლა შეიძლება, უკვე დიდი ხანია არსებობს. მეორეს მხრივ, წარმოიდგინეთ თავი ამერიკელი სამხედროების ადგილას. მათ ესმით, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ-ის შემდეგი ომი ისევე წარიმართოს, როგორც რუსეთსა და უკრაინას შორის ომი. ან წარმოიდგინეთ თავი აშშ-ის შეიარაღებული ძალების შესყიდვებზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირის ადგილას. „როგორც ჩანს, სისტემაში არაფერია დაზიანებული, მაგრამ მოდით, ყველაფერი დავშალოთ და უკრაინაში ომის გამოცდილების საფუძველზე ავაშენოთ!“ ალბათ არავინ გააკეთებდა ამას“, ფიქრობენ CIT-ში. მაიკლკოფმანიმიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთში ომმა აჩვენა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამოცდილება არასაკმარისად არის ინტეგრირებული აშშ-ის ჯარში, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები იყენებს LUCAS-ის კამიკაძე დრონებს და ახლო აღმოსავლეთში გადაისროლეს უკრაინაში გამოცდილიგადამტაციდრონები.

„ამ მიმართულებით შეერთებულმა შტატებმა უფრო სწრაფად უნდა იმოძრაოს, რადგან ამერიკული დანაკარგების უმეტესობა გამოწვეულია დაბალფასიანი იარაღით, რომელიც დიდი ხანია აქტიურად გამოიყენება უკრაინის ომში და ამერიკულ სარდლობას ჯერ არა აქვს მათთან ბრძოლის ეფექტიანი საშუალებები. შედეგად, ჩვენ ვკარგავთ ადამიანებს და ძვირადღირებულ რადარებს იმ იარაღის გამო, რომლის ეფექტიანად წინააღმდეგობის გაწევაც უკვე ვისწავლეთ. მით უმეტეს, აშშ-ის არმიას ამ იარაღის ყველაზე პრიმიტიულ ვერსიასთან აქვს საქმე“.


მასობრიობის ეპოქა. მიდიან თუ არა მსოფლიოს წამყვანი არმიები უფრო იაფი იარაღისკენ

Financial Times-ი აღნიშნავს, რომ ირანის ომის პირველ კვირებში აშშ-მა ამოწურა კრიტიკული იარაღის მარაგი, რომელიც „წლების განმავლობაში გროვდებოდა“, მათ შორის „ტომაჰავკის“ ფრთოსანი რაკეტები. ერთი ასეთი რაკეტის ღირებულება 3,6 მილიონი დოლარია. ომის მხოლოდ პირველ 100 საათში აშშ-ის სამხედროებმა ირანის მიმართულებით 168 ასეთი რაკეტა გაისროლეს. ამასთან, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აშშ-ის სამხედრო ძალებმა მხოლოდ 322 რაკეტა შეიძინეს, მათ შორის 57 რაკეტა, რომლებიც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა 2026 წლისთვის დაჯავშნეს.

ირანთან ომის დროს აშშ-სადა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს ასევე შეექმნათ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის ძვირადღირებული რაკეტების დეფიციტი. რადიო თავისუფლების წყაროებმა აღნიშნეს, რომ მოკლევადიან პერიოდში ძვირადღირებული იარაღის მნიშვნელოვანი ხარჯვა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ხელი შეუშალოს სისტემის მდგრადობას.

მსოფლიოს წამყვანი არმიები, მათ შორის შეერთებული შტატებისა, ამჟამად ავითარებენ დაიყენებენდაბალფასიან, მასობრივად წარმოებულ დრონებს, მაგრამ მაიკლკოფმანსარ მიაჩნია, რომ აშშ ძვირადღირებული იარაღის კონცეფციიდან იაფ, მასობრივი წარმოების შესაძლებლობებზე გადადის მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომლებსაც წააწყდა ის ირანის წინააღმდეგ ომში. დღეს, ექსპერტის თქმით, საქმე უფრო ეხება დაბალფასიანი სისტემების დამატებას უკვე არსებული არსენალისთვის, მაგრამ აქცენტი კვლავაც კეთდება ხარისხზე და არა რაოდენობაზე.

კითხვაზე, უნდა გააკეთოს თუ არა აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობამ უფრო მეტი აქცენტი დაბალფასიან იარაღზე, მაიკლკოფმანიამბობს, რომ ნებისმიერმა არმიამ უნდა დაიცვას წონასწორობა მარტივ, დაბალფასიან იარაღს შორის, რომლის გამოყენებაც დიდი რაოდენობით შეიძლება ბრძოლის ველზე და მარაგების ამოწურვის შემთხვევაში ადვილად შეიძლება მათი შევსება, და ძვირადღირებულ, მაღალტექნოლოგიურ სისტემებს შორის. თუმცა არც ამ უკანასკნელის მარაგი არ უნდა იყოს ძალზე მცირე.კოფმანიაღნიშნავს, რომ ასევე არსებობს მრავალი „შუალედური“ სისტემა - არც ისე ძვირი და არც ისე იაფი - რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ბრძოლის ველზე. ექსპერტის სიტყვებით, წარმოების სიმძლავრის გაზრდა უზარმაზარ როლს თამაშობს იარაღის ღირებულებაში, რადგან განუვითარებელი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის პირობებში „ნებისმიერი ტექნოლოგია ძვირი იქნება“.

არ შეიძლება იმის თქმა, რომ აშშ-ს შეიარაღებაში არა აქვს იაფი და მასობრივი წარმოების სისტემები. LUCAS-ის დრონების გარდა შეერთებულ შტატებს ასევე აქვს დიდი რაოდენობით მაღალი სიზუსტის მართვადი ბომბები (SDB) და დამიზნების კომპლექტები (JDAM), რომლებიც ჩვეულებრივ ბომბებს გარდაქმნის მართვად ბომბებად, ასევე APKWS დამიზნების სისტემები Hydra-ს უმართავი რაკეტებისთვის.

ამასთან, მაიკლკოფმანიაღნიშნავს, რომ LUCAS-ის კამიკაძე დრონებს გაცილებით დიდი დიაპაზონი აქვთ და აშშ-ის ჯარებს დიდი რაოდენობით არ გააჩნიათ სწორედ ასეთი იაფი, შორი დიაპაზონის იარაღი.

„ასეთი რაკეტები და მართვადი ბომბები ვერ შეედრება მოიერიშე საშუალებებს, რომლებიც რამდენიმე ათასი კილომეტრის რადიუსში მოქმედებს. აშშ-ს მართლაც მოეპოვება მრავალი სხვადასხვა იარაღი, მათ შორის იაფი, მაგრამ მას არ გააჩნია მასობრივი წარმოების შორი დიაპაზონის იარაღი დაბალ ფასად“.

CIT აღნიშნავს, რომ მრავალი სხვა ამერიკული სისტემის მაღალი ღირებულება და შეზღუდული რაოდენობა, სხვა საკითხებთან ერთად, შეიძლება აიხსნას დასავლეთში შრომის ღირებულებით და დასავლელი ჯარისკაცების სიცოცხლის ღირებულებით. გარდა ამისა, გუნდში მიიჩნევენ, რომ იარაღის ღირებულება და მისი მასობრივი წარმოება არ არის განმსაზღვრელი ფაქტორები შეერთებული შტატებისთვის, რადგან აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს დიდი ხანია არ უწარმოებიათ გაჭიანურებული ომები და არც აქვთ ამის სურვილი.

ასევე ნახეთ ბრძოლა „შაჰედების“ ტალღებთან. ირანული დრონები ამერიკული საჰაერო თავდაცვის წინააღმდეგ

ამასთან, აღნიშნავენ ანალიტიკოსები, კორეისა და ვიეტნამის ომების გამოცდილებამ აჩვენა, რომ შეერთებული შტატების ფართო სამხედრო-ინდუსტრიული პოტენციალი მას საშუალებას აძლევს, შედარებით მოკლე ვადებში განავითაროს მსხვილი წარმოება. CIT-ის გუნდს მაგალითად მოჰყავს ტეხასში შედარებით მოკლე დროში აშენებული საარტილერიო ჭურვების დიდი ქარხანა, როდესაც უკრაინა ჭურვების დეფიციტს განიცდიდა.

„საჭიროების შემთხვევაში ამერიკას ყოველთვის შეუძლია ააშენოს ქარხანა ამა თუ იმ საბრძოლო იარაღის წარმოებისთვის: მას აქვს ამისთვის საჭირო ფული და ტექნოლოგია“, ამბობენ სპეციალისტები.

მაიკლკოფმანიაღნიშნავს, რომ მაღალი სიზუსტის მასობრივი იარაღის ("mass precision") შექმნის ტექნოლოგია განაგრძობს განვითარებას და დღეს შეიძლება ლაპარაკი მის გავლენაზე არა მხოლოდ ტაქტიკურ, არამედ საბრძოლო ველზე ოპერატიულ სიტუაციაზე.

ის დასძენს, რომ მხოლოდ დრონები არ განსაზღვრავს ომის შედეგს, მაგრამ ისინი ბევრ არმიას აძლევს საშუალებას, ჩაატაროს წარმატებული საიერიშო კამპანიები შორ მანძილზე და დიდ დისტანციაზე გაანადგუროს მტრის სამხედრო ობიექტები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ამასთან ისე, რომ არ ჰქონდეს ჰაერში უპირატესობა ან მაღალტექნოლოგიური და ძვირადღირებული იარაღის სიმრავლე. „უკრაინის ომის გამოცდილებამ აჩვენა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო საჰაერო უპირატესობის მიღწევა მოიერიშე დრონების გამოყენებით: დღესდღეობით სამხედრო-საჰაერო ძალებს არ მოეპოვება ალტერნატივა საცეცხლე ძალასა და მობილურობაში. მიუხედავად ამისა, დრონები უზრუნველყოფს საიერიშო შესაძლებლობების გარკვეულ დონეს, რომელთა პოტენციალიც განაგრძობს ზრდას. ფაქტობრივად, რუსეთის ძალებს შეუძლიათ მასირებული ფართომასშტაბიანი კამპანიის წარმოება ისეთ პირობებში, როცა მათ არა აქვთ ფრონტის ხაზის უკან ტრადიციული ავიაციის გამოყენების შესაძლებლობა, ვინაიდან მათ ჩამოაგდებენ.

უკრაინამაც გააფართოვა ცალმხრივი მოქმედების მოიერიშე დრონების გამოყენება და უკანასკნელ ხანებში ამ სისტემების გამოყენებით საკმაოდ წარმატებით აყენებს დარტყმებს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებს. და ლაპარაკია არა ცალკეულ დარტყმებზე, არამედ ყოველდღიურად ათობით და ასობით დრონის გაშვებაზე ჰაერში ტრადიციული უპირატესობის გარეშე“, ასკვნის ექსპერტი.