მანანა შარაშიძე აჭარაში ფსიქიატრიული დაწესებულების გასხვისების პერსპექტივაზე

Your browser doesn’t support HTML5

28 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მანანა შარაშიძე, ფსიქიატრი, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებულ პრობლემებზე. კერძოდ, ის გამოეხმაურა აჭარაში არსებული ერთადერთი ფსიქიატრიული საავადმყოფოს აუქციონზე გატანის ფაქტს და განმარტა მიზეზები, რის გამოც ფსიქიატრების ერთ ჯგუფს აშფოთებს აჭარაში ფსიქიატრიული პაციენტების მომსახურების პერსპექტივა.