მარიამ ამაშუკელი და დიანა ლეჟავა ბოლონიის პროცესზე

Your browser doesn’t support HTML5

30 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ დიანა ლეჟავა და მარიამ ამაშუკელი, "სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის" წარმომადგენლები. მათ ილაპარაკეს ბოლონიის პროცესში საქართველოს მონაწილეობის შედეგებზე. "სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა" "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა ვრცელი გამოკვლევა - "ბოლონიის პროცესის შეფასება საქართველოში: ძირითადი მიღწევები და გამოწვევები". ავტორებს სურდათ გაეგოთ რა რეფორმების განხორციელებას შეუწყო ხელი საქართველოს მიერთებამ ბოლონიის პროცესთან? როგორ განხორციელდა ეს რეფორმები და რა გამოწვევების წინაშე არიან უმაღლესი განათლების პროცესის მონაწილეები? 1999 წელს ბოლონიაში ევროპის 29 ქვეყნის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი დეკლარაციას, რომლითაც გამოხატეს მზადყოფნა შეექმნათ განათლების ერთიანი ევროპული სივრცე. დღეს ბოლონიის პროცესში ჩართულია 47 ქვეყანა, საქართველო - 2005 წლიდან.