სტუმრად ჩვენს ეთერში: მარიამ მხატვარი

Your browser doesn’t support HTML5

23 ივნისს რადიო თავისუფლების “დილის საუბრების” სტუმარი იყო მარიამ მხატვარი, ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერის პროგრამის იურისტი. მან ილაპარაკა იმაზე თუ რამდენად დაცულია პოლიცია პოლიტიკური გავლენისგან.

რამდენიმე დღის წინ „ადამიანის უფლებების და მონიტორინგის ცენტრმა“ გამოაქვეყნა საინფორმაციო ბიულეტენი სახელწოდებით „საკადრო პოლიტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროში - საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვა“. ორგანიზაცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული მოწყობისა და საკანონმდებლო ბაზის ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ კანონმდებლობაში არსებული ბუნდოვანება თანამშრომელთა დაწინაურების და დაქვეითების ნაწილში ქმნის საფრთხეს, რასაც ემატება შინაგან საქმეთა მინისტრის ფართო კომპეტენცია, ფაქტობრივად, ექსკლუზიურად თანამდებობაზე დანიშნოს ან გაათავისუფლოს თანამშრომელი. მარიამ მხატვარმა ისაუბრა გენერალური ინსპექციის როლზეც.

Your browser doesn’t support HTML5

საუბარი მარიამ მხატვართან