სტუმრად ჩვენს ეთერში: მარიამ ჯაში

Your browser doesn’t support HTML5

6 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მარიამ ჯაში, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა „სოლიდარობის ფონდი“, რომლის პრეზენტაცია 5 აგვისტოს გაიმართა. ფონდი მიზნად ისახავს საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით, ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების ამოქმედებით, საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ოჯახებისთვის ალტერნატიული (არასაბიუჯეტო) რესურსების მობილიზაციის უზრუნველყოფას. საწყის ეტაპზე ფონდი ორიენტირებული იქნება ონკოლოგიური პაციენტების, უპირველესად კი ბავშვების ძვირადღირებული მკურნალობის ანაზღაურებაზე. როგორ მოხდება ფონდებისთვის თანხების მობილიზება? როგორ შეარჩევენ ბენეფიციარებს?