ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა ძვირდება

ქუთაისი

მოთხოვნის შესრულებას მიაღწიეს კერძო კომპანიებმა და მძღოლებმა, რომლებიც ავტოტრანსპორტით ემსახურებიან ქალაქ ქუთაისს. მგზავრობის ტარიფის 10 თეთრით გაზრდის მოთხოვნით, გასული ორი თვის განმავლობაში მძღოლებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს და ორი დღით გაფიცვაც გამოაცხადეს. გადამზიდავი კომპანიების და ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენელთა მოლაპარაკება თებერვლიდან მიმდინარეობდა და ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილებით დასრულდა. მგზავრობა არ გაძვირდება მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობენ.

Your browser doesn’t support HTML5

ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა ძვირდება