მკვლელობა კიევთან

Your browser doesn’t support HTML5

30 ოქტომბერს უცნობებმა ცეცხლი გაუხსნეს ამინა ოკუევასა და მის ქმარს ადამ ოსმაევს. თავდასხმა მოხდა კიევის ოლქის გლევახის დასახლებაში. ოკუევა სასიკვდილო ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ოსმაევი დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უკრაინელი სამართალდამცველები ძირითადად ორ ვერსიას განიხილავენ. „ეს, შესაძლოა, იყოს რუსეთის სპეცსამსახურების ნამოქმედარი, უკრაინაში ტერორისა და შიშის დანერგვის მიზნით“, განაცხადა 31 ოქტომბერს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თანაშემწემ, ანტონ გერაშჩენკომ. 2012 წელს ოსმაევი უკრაინელმა სამართალდამცველებმა დააპატიმრეს ოდესაში. რუსეთის ხელისუფლების განაცხადის საფუძველზე, იგი გაასამართლეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოკვლის მცდელობის ბრალდებით, თუმცა რუსეთს არ გადასცეს და 2,5 წელიწადში პატიმრობიდან გაათავისუფლეს. (რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ვიდეო, lb.ua-ს, კიევის პოლიციისა Espresso TV-ის კადრების გამოყენებით)