მოხალისეობის ხიბლი

მარიამ მიქიაშვილი, არჩილ აბაშიძე, ხატია თანდილაშვილი

ცოტა ხნის წინ, მოხალისეების დახმარებით, უსინათლო და მცირედ მხედველი სკოლის მოსწავლეებისთვის აუდიოსახელმძღვანელოები ჩაიწერა. წიგნების ჩასაწერად მოხალისეებს თავი არასამთავრობო ორგანიზაცია „მარიანმა“ მოუყარა.

ვინ და რატომ თანხმდება, სამშობლოში თუ საზღვარგარეთ, აუნაზღაურებლად იშრომოს; რა ხიბლი და ხიფათი ახლავს მოხალისეობას და რა კანონი არეგულირებს მოხალისეობრივ ურთიერთობებს - ამ საკითხებზე სასაუბროდ რადიო თავისუფლების სადისკუსიო მაგიდასთან მიწვეულნი არიან არჩილ აბაშიძე, ილიას უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი; მარიამ მიქიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მარიანის“ დამფუძნებელი, და ხატია თანდილაშვილი, მოხალისე, რომელიც ცოტა ხნის წინ ინდოეთიდან დაბრუნდა. სტუმრებთან საუბარს ნინო ხარაძე უძღვება. საუბარს იწყებს ხატია თანდილაშვილი იმით, რომ გვიამბობს, როგორ წავიდა ირანში მოხალისედ რამდენიმე წლის წინ.

Your browser doesn’t support HTML5

მოხალისეობის ხიბლი