სტუმრად ჩვენს ეთერში: ალექსანდრე დავიდოვ-ბაგრატიონი

23 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ალექსანდრე დავიდოვ-ბაგრატიონი, მუსიკალური ფესტივალის - „ჯემ ფესტის“ მარკეტინგის დირექტორი. 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი - GEM fest გაიმართება, რომელშიც არაერთი პოპულარული უცხოელი დიჯეი მიიღებს მონაწილეობას. 16 ჰექტარზე განთავსდება ხუთი სცენა, კარვები, ბარები. უცხოეულ დიჯეებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი შემსრულებლებიც.