სტუმრად ჩვენს ეთერში: დევი ხეჩინაშვილი

7 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო დევი ხეჩინაშვილი, საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა სადაზღვევო ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობაზე - სტიქიისგან დაზღვევის პროგრამასა და ბუნებრივი კატასტროფების მართვაზე. დევი ხეჩინაშვილი თვლის, რომ სადაზღვევო კულტურის პოპულარიზაციაში მნიშვნელოვანი - წამახალისებელი როლი ეკისრება სახელმწიფოს. დღეს კი სადაზღვევო ბიზნესი თავად გამოდის სოციალური იდეით, რომლის იმპულსიც მას 13 ივნისის სტიქიამ მისცა.