სტუმრად ჩვენს ეთერში: ეკატერინე ლალიაშვილი

30 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ეკატერინე ლალიაშვილი, "საქართველოს ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განახლებული სტრატეგიის დოკუმენტზე, რომლის განხილვაც რამდენიმე დღის წინ გაიმართა თბილისის საკრებულოში. დოკუმენტის შედგენა "აზიის განვითარების ბანკმა" დააფინანსა და მასზე უცხოელი ექსპერტებიც მუშაობდნენ.