სტუმრად ჩვენს ეთერში: ლაშა ტუღუში

ლაშა ტუღუში

2 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემაში "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ მიმდინარე საქმესა და მის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე ილაპარაკა ლაშა ტუღუშმა, გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა. ლაშა ტუღუშმა აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში საჭიროა ღია დისკუსია როგორც მედიის წარმომადგენლებს შორის, ისე პოლიტიკურ ჭრილში. ტუღუშმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება ერთი მხრივ - ხელისუფლება მისთვის უშუალო საფრთხედ განიხილავდეს მედიასაშუალებას, მეორე მხრივ კი პოლიტიკური ძალა ბრძოლის საშუალებად იყენებდეს მედიასაშუალებას. "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი თვლის, რომ პროცესების ასე წარმართვით ყველა დამარცხდება.

Your browser doesn’t support HTML5

საუბარი ლაშა ტუღუშთან