სტუმრად ჩვენს ეთერში: ლელა ბაქრაძე

2 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა დედათა ჯანმრთელობის კლინიკური მართვის გაუმჯობესებისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდოლოგიაზე - "ციფრებს მიღმა". საქართველო აპირებს მეთოდოლოგიის ნაწილის დანერგვას, რაც გულისხმობს სამედიცინო მომსახურების ხარისხობრივი ხარვეზების გამოვლენას. საქართველოში კვლავაც მაღალია დედათა სიკვდილის მაჩვენებელი. მიზეზთა უმრავლესობის თავიდან აცილება შესაძლებელია სწორი სამედიცინო მეთვალყურეობით.