სტუმრად ჩვენს ეთერში: ნაზი ჯანეზაშვილი

22 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნაზი ჯანეზაშვილი, "საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა ბოლოდროინდელ გახმაურებულ საქმეებზე მოსამართლეთა საქმიანობის შესახებ პოლიტიკოსთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებებსა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ზრუნვის მნიშვნელობაზე. ნაზი ჯანეზაშვილი შეეხო იუსტიციის საბჭოს როლს მოსამართლეთა დაცვის საქმეში.