სამაგიდო თამაშები გართობისა და ფანტაზიის განვითარებისთვის

Your browser doesn’t support HTML5

18 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო სამაგიდო თამაშების კლუბის დამაარსებელი, გიგა წიბახაშვილი. კლუბი თბილისში უკვე მესამე წელია ფუნქციონირებს და საშუალებას აძლევს თამაშების მოყვარულ ადამიანებს შეიკრიბონ, თავად აირჩიონ თამაშებიც და მეწყვილეებიც. თამაშების უმეტესობა ავითარებს ფანტაზიას, იმპროვიზაციის უნარს და ლოგიკას. რა თამაშებია განსაკუთრებით პოპულარული კლუბის წევრებს შორის, რა ტიპის მომხმარებელი ჰყავს კლუბებს და რამდენად მნიშვნელოვანია ზრდასრული ადამიანებისთვის ამ ტიპის გართობა - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.