ალეკო კვახაძე ტერორიზმის საფრთხეებზე

Your browser doesn’t support HTML5

30 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე. მან ილაპარაკა თურქეთში მომხდარ ტერაქტებზე და ტერორიზმის საფრთხებზე. ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას პასუხისმგებლობა არ აუღია, 29 ივნისის ათათურქის აეროპორტში მომხდარ აფეთქებებზე. თუმცა, ალეკო კვახაძის თქმით, საექსპერტო წრეებში ორ ვერსიას განიხილავენ, ერთი ვერსიით ეს განახორციელა ექსპრემისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ და მეორე ვერსიით შესაძლოა ეს ყოფილიყო სეპარატისტულ-ექსტრემისტული ორგანიზაცია „ქურთების მუშათა პარტია “. მაგრამ მომხდარი აფეთქებები თავისი ტაქტიკიდან გამომდინარე „ისლამურ სახელმიფოს“ ნამოქმედარს ჰგავს. ალეკო კვახაძემ ილაპარაკა იმაზე, თუ რატომ ხდება თურქეთი ტეროტისტების ხშირი სამიზნე და რატომ მართებს ამ ფონზე საქართველს ხელისუფლებას მეტი პოლიტიკური თანამშრომლობა აღმოსავლეთის ქვეყნებთან.