ანი ჩუბინიძის "ჯიბის კაცი"

Your browser doesn’t support HTML5

3 ოქტომბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ილუსტრატორი, ანიმატორი ანა ჩუბინიძე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მუშაობს ანიმაციურ ფილმზე "ჯიბის კაცი". ანიმაცია ქართულ-ფრანგულ-შვეიცარიული კოპროდუქციაა და 2016 წლის დეკემბერში დასრულდება. ფილმი ნაჩვენები იქნება როგორც საქართველოში, ნიქოზის ანიმაციური ფილმების ფესტივალზე, ასევე საფრანგეთის კინოთეატრებში და გაიგზავნება ას სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე.