თბილისში ირაკლი ჩარკვიანის ძეგლი გაიხსნა

Your browser doesn’t support HTML5

21 ნოემბერს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ არტისტები ვალო იმერლიშვილი და როკო ირემაშვილი, რომლებმაც 2-წლიანი მუშაობის შემდეგ ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურა დაასრულეს. ძეგლი მომღერლის 55 წლის იუბილეზე დედაენის ბაღში გაიხსნა. სკულპტურა, რომელიც რკინისა და უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ფუნქციონირებს და მის გარშემო განთავსებულ მუსიკალურ სკამ-ობიექტებში ირაკლი ჩარკვიანის მუსიკის მოსმენის საშუალებას იძლევა. როგორია თანამედროვე ქანდაკება, რა სირთულეები ახლავს საჯარო სივრცეში მასშტაბური არტისტული ნამუშევრების განთავსებას და რამდენად ხელმისაწვდომია საქართველოში ინფორმაცია, მასალა და ტექნოლოგიები, რაც ინოვაციების ხელოვნებაში ინტეგრირებისთვის შეიძლება დასჭირდეს ხელოვანს - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმრებთან.