სტუმრად ჩვენს ეთერში: რეზო გეთიაშვილი

29 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო რეზო გეთიაშვილი, "კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის" გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორი. მან ილაპარაკა "საქართველოს სატყეო პორტალზე", რომლითაც საზოგადოებას ინფორმაციის მიღებისა და ტყეების მონიტორინგში მონაწილეობის საშუალება ეძლევა.