სტუმრად ჩვენს ეთერში: თამარ მედულაშვილი

26 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამარ მედულაშვილი, "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" დირექტორის მოადგილე. მან ილაპარაკა ნატოს კვირეულზე და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ დამოკიდებულებებზე საქართველოში. თამარ მედულაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტორებზე, რაც ხელს უშლის ნატოს იდეის პოპულარიზაციას ქვეყანაში.