სტუმრად ჩვენს ეთერში: კამილა მამედოვა და მამუკა ყუფარაძე

8 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ კამილა მამედოვა, მარნეულის სათემო რადიოს დირექტორი და მამუკა ყუფარაძე, "სტუდია რე"-ს დირექტორი. მათ ილაპარაკეს სათემო რადიოებზე: ამ სახის მედიის რაობასა და საჭიროებაზე. მამუკა ყუფარაძემ ილაპარაკა სათემო რადიოების შექმნისა და განვითარებისთვის გამიზნულ პროექტებზე, რომლებიც 2006 წლიდან დღემდე მიმდინარეობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით. კამილა მამედოვამ კი გაიხსენა მარნეულის სათემო რადიოს შექმნის ისტორია და ილაპარაკა მუშაობის სპეციფიკაზე.