ნარკომანები და ლოთები საშიში ადამიანები არ ვართ

სოფელ გრემში რეაბილიტაციის ცენტრი ნარკო და ალკომომხმარებლებისთვის თითქმის ორი წელია, რაც ფუნქციონირებს. ის არასამთავრობო ორგანიზაცია "თანადგომას" ეკუთვნის და დონორების მხარდაჭერით მუშაობს. ცენტრში ბენეფიციარებს მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ სამი თვით შეუძლიათ დარჩენა.