„ნატოს სტრუქტურებთან დაახლოებისკენ გადადგმული ძლიერი ნაბიჯი"

ნატოს შტაბ-ბინა ბრიუსელში

ბრიუსელში დამთავრდა ნატოს თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა, რომლის ბოლოს საქართველო-ნატოს კომისიის სხდომა გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია კმაყოფილი დარჩა კომისიაზე მოსმენილი შეფასებებით და მათ უწოდა „ერთი ძლიერი ნაბიჯი, გადადგმული ნატოს სტრუქტურებთან დაახლოებისკენ და ნატოში გაწევრიანებისკენ“. ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს ნატოს ერთ-ერთი მტკიცე მხარდამჭერი უწოდა და გაიხსენა საქართველოს მისწრაფება, გახდეს ნატოს წევრი. საქართველოს ხელისუფლებას კი ადამიანის უფლებების და უმცირესობების პატივისცემისკენ მოუწოდა. რადიო თავისუფლების შეკითხვაზე პასუხად ნატოს გენერალური მდივანი გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებას.

Your browser doesn’t support HTML5

„ნატოს სტრუქტურებთან დაახლოებისკენ გადადგმული ძლიერი ნაბიჯი"