საქართველო რჩება „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში

Your browser doesn’t support HTML5

29 ივნისს ნატოს შტაბბინა უმასპინძლებს თავდაცვის მინისტრების საბჭოს სხდომას, რომელზეც განიხილავენ ავღანეთში ალიანსის სარდლობით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიასთან დაკავშირებულ საკითხებს. მინისტერიალზე, კერძოდ, იმსჯელებენ ოპერაციის მონაწილე მრავალეროვნული ქვედანაყოფის გაზრდაზე, რასაც ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე წევრი უჭერს მხარს. ნატოს არაწევრი საქართველო კვლავინდებურად მზად არის, ავღანეთში კიდევ ორი წლით დატოვოს ქვედანაყოფი, რომელიც სიდიდით მეოთხეა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას სპეციალურ კორესპონდენტს, კობა ლიკლიკაძეს, ბრიუსელში უთხრა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკა ჯანჯღავამ (ოპერატორი - მარეკ ჰაიდუკი).