105: სადაც ნიკო და მათე მაყაშვილი ყბედობენ ევროტურზე, "ტრანსფორმერებზე", რუსეთუმეებზე და განიხილავენ, თუ რატომ აღარ უნდა თქვა სიტყვა "გასული".

მათე მაყაშვილს შეუძლია ილაპარაკოს იურისპრუდენციაზე, გეოგრაფიაზე, ლიტერატურაზე, სცენარის წერაზე და, საერთოდ, ყოველგვარ ცხოვრებისეულ სიბრძნეებზე. თუმცა, ნიკომ პოდკასტში ის ალაპარაკა "გასულ" ტიპებზე, რომლებიც კლუბებში ნაფაზს მათხოვრობენ და მაიონეზის სულელურ რეკლამაზე. ასევე გაირკვა, რომ მათეს ევროპაში ყველაზე მეტად ავტობუსით მგზავრობა გაუსწორდა.

"ნიკოს პოდკასტი" დაჟინებით მოგიწოდებთ, რომ მოიწონოთ ჩვენი გვერდი ფეისბუკზე და მონაწილეობა მიიღოთ დისკუსიებში, განხილვებში და ზოგად მხიარულებაში.

Your browser doesn’t support HTML5

ნიკოს პოდკასტი 105: მათე მაყაშვილი