112: სადაც ნიკო და გიორგი "ჭია" კობახიძე ბებრულად ბაბანებენ - ბაასობენ ბარების ბენდებზე და ბრძნულად ბილწსიტყვაობენ.

როდესაც ნიკომ გადაწყვიტა პოდკასტის ერთი სერიისათვის თემის გარეშე - ყველაფერზე და არაფერზე ელაპარაკა, დასახმარებლად მოიხმო მისი ძველი მეგობარი, რადიოს ლომი, გიტარის დამკვრელი და კოლორიტი გიორგი კობახიძე - ახლობებისათვის "ჭიად" ცნობილი. გადაწყვეტილება სწორი აღმოჩნდა - ჭიამ ოსტატურად დააბალანსა პოდკასტის ავტორის უნიათო ლუღლუღი და სილაღითა და იუმორით იხსნა კრახისათვის განწირული გადაცემა.

"ნიკოს პოდკასტი" დაჟინებით მოგიწოდებთ, რომ მოიწონოთ ჩვენი გვერდი ფეისბუკზე და მონაწილეობა მიიღოთ დისკუსიებში, განხილვებში და ზოგად მხიარულებაში.

Your browser doesn’t support HTML5

ნიკოს პოდკასტი 112: გიორგი კობახიძე