140: სადაც ნიკომ "იუტუბის" კარგი პლეილისტი გააკეთა და, რავი, გაუკვირდა თუ რა იყო და მთელი სერია მაგას მიუძღვნა

Your browser doesn’t support HTML5

140: ნიკოს "იუტუბის" პლეილისტი


ნიკოს ხშირად ეუბნებიან: ეს რა კარგი სიმღერები გაქვს ხოლმე პოდკასტში, ჩვენც გაგვიზიარე ხოლმეო. ნიკომაც გააკეთა ერთი უზარმაზარი, სრულიად გადასარევი და მუდმივად განახლებადი "იუტუბის" პლეილისტი და ისეთი კმაყოფილი დარჩა საკუთარი თავით, რომ ერთი საათი მაგაზე ილაპარაკა. სად შეიძლება პლეილისტის ნახვა? ქვემოთ ფეისბუკის გვერდის ბმულია და მანდ გავაზიარეთ.

* * *

ნიკოს პოდკასტის" რადიოში ყოველ სამუშაო დღეს, FM 107.4-ზე, 11:05 საათზე გადის. ასევე შეგიძლიათ პოდკასტი გამოიწეროთ მობილური ტელეფონის ან პლანშეტისათვის - თქვენ საყვარელ საპოდკასტო პროგრამაში მოძებნეთ "ნიკოს პოდკასტი".

ნიკო ასევე დაჟინებით მოგიწოდებთ, რომ მოიწონოთ ჩვენი გვერდი ფეისბუკზე და მონაწილეობა მიიღოთ დისკუსიებში, განხილვებში და ზოგად მხიარულებაში.