304: "საიდუმლო სანტას" 7 ყველაზე ცუდი საჩუქარი - თამთა "ტაო" ჭალიძის მიხედვით

ახალი წელი, გაღიზიანებული ნაღვლის ბუშტის, "შობა-ახალ წელს-გილოცავთ" რეკლამების და ძვირად ნაყიდი ჩურჩხელების გარდა უკვე "საიდუმლო სანტას" ტრადიციასთანაც ასოცირდება - როდესაც თანამშრომლები ერთმანეთისთვის ანონიმურად საახალწლო საჩუქრებს ყიდულობენ და გარდაუვლად იმედგაცრუებულნი რჩებიან. როგორ შევარჩიოთ საჩუქარი ისე, რომ დასასაჩუქრებელი ცოტა ნაკლებად იმედგაცრუებული დარჩეს? ჯერ ის უნდა განვიხილოთ, თუ რა საჩუქრები არ უნდა შევარჩიოთ. ამისათვის ნიკოს პოდკასტში გამოცდილი საიდუმლო სანტა, მეგობრებისთვის "ტაოდ" ცნობილი თამთა ჭალიძე მოვიწვიეთ.

* * *

ნიკოს პოდკასტის" რადიოში ყოველ სამუშაო დღეს, FM 107.4-ზე, 11:05 საათზე გადის. ასევე შეგიძლიათ პოდკასტი გამოიწეროთ მობილური ტელეფონის ან პლანშეტისათვის - თქვენ საყვარელ საპოდკასტო პროგრამაში მოძებნეთ "ნიკოს პოდკასტი".

ნიკო ასევე დაჟინებით მოგიწოდებთ, რომ მოიწონოთ ჩვენი გვერდი ფეისბუკზე და მონაწილეობა მიიღოთ დისკუსიებში, განხილვებში და ზოგად მხიარულებაში.

Your browser doesn’t support HTML5

304: თამთა "ტაო" ჭალიძე