445: სადაც თეა ყიფშიძე იხსენებს ასხუთს, აურას, ჯეობარს და ორ სიტყვას ფანარტზეც ამბობს

რედაქტორი: მანდ ბრჭყალები არ უნდა?

ნიკო: სად?

რედაქტორი: "აურასთან". ჯეობართან. და ასხუთი იქნებ ციფრებით დაწერო?

ნიკო: არა! ასე უფრო დერსკია!

რედაქტორი: რა არის დერსკი? "აურას" რომ ბრჭყალებში არ სვამ?

ნიკო: დერსკია!

რედაქტორი: და "რადიო 105" რომ დაწერო რა დაშავდება? უკეთესად იკითხება და უფრო გასაგებია.

ნიკო: არა, ასე უფრო დერსკია!

რედაქტორი: ნიკუშ! დედას გეფიცები მაგარი ფეხზე მკიდია შენ სათაურში რა ეწერება. თუ გინდა ყველა სიტყვა არასწორად დაწერე. უბრალოდ, შენზე ვზრუნავ.

ნიკო: თქვენ ჩემი არ გესმით! არავის ესმის ჩემი!

რედაქტორი ნერვებმოშლილი სახით ტოვებს ოთახს.

ნიკო: დერსკია! დერსკია მეთქი. თქვენ არ იცით. დერსკია!

ნიკო ტირის.

* * *

ნიკოს პოდკასტის" რადიოში ყოველ სამუშაო დღეს, FM 107.4-ზე, 11:05 საათზე გადის. ასევე შეგიძლიათ პოდკასტი გამოიწეროთ მობილური ტელეფონის ან პლანშეტისათვის - თქვენ საყვარელ საპოდკასტო პროგრამაში მოძებნეთ "ნიკოს პოდკასტი".ნიკო ასევე დაჟინებით მოგიწოდებთ, რომ მოიწონოთ ჩვენი გვერდი ფეისბუკზე და მონაწილეობა მიიღოთ დისკუსიებში, განხილვებში და ზოგად მხიარულებაში.