ნინო თევზაძე ეკომიგრანტების პრობლემებზე

Your browser doesn’t support HTML5

25 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნინო თევზაძე, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის პროექტების მენეჯერი. მან ეკომიგრანტების პრობლემებზე ილაპარაკა. ადამიანებს, რომლებსაც გარემო პირობების გაუარესების გამო მოუხდათ საცხოვრებლის მიტოვება, საქართველოში სტატუსი არ გააჩნიათ. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავება, რომელშიც განისაზღვრებოდა ეკომიგრანტთა უფლებები და სახელმწიფოს ვალდებულებები მათ წინაშე. დღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, უმეტესად კი ქვემო ქართლში, განსახლებული ეკომიგრანტებისთვის მნიშვნელოვანია სახლებისა და მიწების დაკანონება. ნინო თევზაძის თქმით, საქართველოში 11 ათასი ოჯახი საჭიროებს სასწრაფოდ განსახლებას, რადგან ისინი მაღალი რისკის ზონაში ცხოვრობენ.