ფხენიანის ტელევიზიამ რაკეტის გამოცდის ამსახველი ვიდეო აჩვენა

Your browser doesn’t support HTML5

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა ვიდეო, რომელზეც, მისი თქმით, ნაჩვენებია საშუალოდან შორ რადიუსამდე ბალისტიკურ რაკეტის გამოცდა. 13 თებერვლის გადაცემაში ნათქვამია, რომ ვიდეოკადრები ასახავს ჩრდიოლეთ კორეის შეიარაღების პროგრამაში მიღწეულ შემდგომ წარმატებებს, რაც არღვევს გაეროს სანქციებს. ჩრდილოეთმა კორეამ განაცხადა, რომ 12 თებერვალს მაღალი ტრაექტორიით გაისროლა რაკეტა ზღვაში.