ნოტების დიალოგი

Your browser doesn’t support HTML5

არჩილ გიორგობიანმა კომპოზიტორობა 20 წლის ასაკში გადაწყვიტა. 23 წლისამ კონსერვატორიაში ჩააბარა და უკვე 14 წელია, მუსიკას სხვადასხვა ორკესტრის, ფილმებისა სპექტაკლებისთვის ქმნის. "ეს არ არის კლასიკური მუსიკა იმ გაგებით, როგორც ჩვენ ვიცნობთ" - ამბობს გიორგობიანი. ის იყენებს ტერმინს, "არტ მუსიკა", რომელიც, მისი თქმით, უფრო მეტ თავისუფლებას და ნაკლებ შეზღუდვას იძლევა. ის მოიცავს ყველაფერს, კლასიკური აკუსტიკური ინსტრუმენტებით დაწყებული, ელექტრონული ბგერებით დამთავრებული.