22 ლარი - ომის სანაცვლოდ

Your browser doesn’t support HTML5

ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი თბილისში ის ადგილია, სადაც ერთდრულად შეიძლება შეხვდეთ მეორე მსოფლიო და ავღანეთის ომების, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის ვეტერანებს. ოფიციალურად საქართველოში სულ 70 000 ომის ვეტერანია აღრიცხული. სახელმწიფო მათი მკურნალობისათვის წელიწადში 800 000 ლარს გამოყოფს. ჰოსპიტლის ხელმძღვანელობის განცხადებით, მიზერული დაფინანსება, მოძველებული სამედიცინო აპარატურა და ჰოსპიტლის ავარიულ შენობაში არსებული მძიმე პირობები ვეტერანების ღირსეულ მომსახურებას ხელს უშლის. რა პრობლემები აქვთ ომგამოვლილ ადამიანებს საქართველოში, რას ითხოვენ ისინი სახელმწიფოსგან და რას ნიშნავს ვეტერანებისათვის ღირსეული პირობები?