რადიო თავისუფლების ქართული, სომხური და აზერბაიჯანული რედაქციების ყოველკვირეული პროგრამის, "კავკასიური გზაჯვარედინის" დღევანდელი გადაცემის თემაა ოფშორული ზონები. საქართველოში ეს თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ბრიტანეთში გამომავალ “გარდიანში” გამოქვეყნდა წერილი, სადაც ვკითხულობთ: “საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული საიდუმლო ფირმების მფლობელებს შორისაა”. რას ნიშნავს ოფშორული ზონა, რატომ სარგებლობენ ამ ზონებით ბიზნესმენები და რატომ ჩნდება კითხვები ოფშორული ზონების გამოყენების გამო?..