"ოსკარები" და მათი ლაურეატები

Your browser doesn’t support HTML5

28 თებერვალს ლოს-ანჯელესში გაიმართა აშშ-ის კინოაკადემიის პრემიით დაჯილდოების 88-ე ცერემონია. ჰოლივუდის ვარსკვლავს, 41 წლის ლეონარდო დიკაპრიოს მიენიჭა „ოსკარი“ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის კინოფილმში „მკვდრეთით აღმდგარი“, რომლის დამდგმელი რეჟისორი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ ასევე „ოსკარის“ ლაურეატი გახდა. საუკეთესო ფილმად დაასახელეს „ყურადღების ცენტრში“. მისი თემაა ბოსტონელი ჟურნალისტების მუშაობა კათოლიკე სასულიერო პირების სექსუალური ძალადობის გამოსააშკარავებლად. საუკეთესო მსახიობ ქალად აღიარეს ბრი ლარსონი ფილმ „ოთახში“ შესრულებული როლისთვის, ხოლო საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისათვის განკუთვნილი „ოსკარი“ ერგო უნგრულ სურათს, „სავლეს ვაჟიშვილს“. „ოსკარით“ დააჯილდოვეს ცნობილი იტალიელი კომპოზიტორი, 87 წლის ენიო მორიკონეც. მას ჯილდო მიენიჭა კვენტინ ტარანტინოს ფილმ „რვა საძულველის“ მუსიკალური გაფორმებისათვის.