ომი, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა

Your browser doesn’t support HTML5

25 წელი შესრულდა აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან. საომარი მოქმედებების შედეგად, რომელმაც წელიწადზე მეტხანს გასტანა, არაოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 16 ათასზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი. 300 ათასამდე დევნილად იქცა. ისტორიკოსი რევაზ ოკუჯავა ფიქრობს, რომ ქართველებმა დღემდე ვერ გაიგეს ამ დღის მნიშვნელობა. ანიკო ჩხეტიამ კი ერთადერთი ქალიშვილი სწორედ ამ ომში დაკარგა. გმირთა მემორიალთან, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა.