პატარა მუზეუმის დიდი კოლექცია რაჭაში

Your browser doesn’t support HTML5

ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმი 50 წლის წინ დააარსა მხატვარმა ნიკოლოზ მეტონიძემ. დღეს იქ დაცულია ცნობილი და ნაკლებად ცნობილი მხატვრების 600-მდე ნამუშევრის მდიდარი კოლექცია - ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება... ეს ნამუშევრები 1991 წლის რაჭის მიწისძვრის დროსაც გადაურჩა დაკარგვას და განადგურებას. დღეს მუდმივმოქმედ გამოფენას სამი დარბაზი ეთმობა, ნამუშევრების დიდი ნაწილი კი საცავშია შენახული. თუმცა მუზეუმს შესაბამისი კლიმატური პირობების დაცვა და ექსპონატებისთვის საჭირო განათება სჭირდება.