პოლ მანაფორტს წაუყენეს აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდება
Your browser doesn’t support HTML5
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს, პოლ მანაფორტსა და მის ბიზნეს-პარტნიორს, რიკ გეიტსს წაუყენეს ბრალდებები 12 მუხლით. მათ შორის არის აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდება, რის შესახებაც ნათქვამია საბრალდებო დასკვნაში, რომელიც აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნდა. ბრალდებები წაყენებულ იქნა აშშ-ის საარჩევნო კამპანიაში რუსეთის სავარაუდო ჩარევის დასადგენად საგანგებო პროკურორის, რობერტ მიულერის მიერ ჩატარებული გამოძიების საფუძველზე. დანარჩენი ბრალდებები ეხება, მაგალითად, ფულის გათეთრებას და ფედერალური ლობირების წესების დარღვევას. გამოძიების ვერსიით, მანაფორტი 2006-2015 წლებში ფულს იღებდა უკრაინის „რეგიონთა პარტიისაგან“ და გადასახადების თავიდან ასაცილებლად იყენებდა რამდენიმე ოფშორულ კომპანიას. ამ კომპანიების ანგარიშებზე ჩაირიცხა 75 მლნ დოლარზე მეტი, რის შედეგადაც მანაფორტმა, სავარაუდოდ, „გაათეთრა“ 18 მილიონამდე დოლარი. (ასოშიეიტედ პრესის ვიდეო)