კარგავს თუ არა დასავლეთი თურქეთს?

არის თუ არა თურქეთი რეალური პარტნიორი? - ეს შეკითხვა სულ უფრო აქტუალური ხდება დასავლეთში, რომელიც ანკარამ გასულ კვირას კიდევ ერთხელ გააწბილა. მიუხედავად რუსეთთან მისი მოკავშირეების მწვავე დიპლომატიური დაპირისპირებისა, პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 3 აპრილს ხაზგასმული პატივისცემით უმასპინძლა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.