პრემია „საბა“ - სცენაზე და კულისებში

მაია ძირკველიშვილი

18 სექტემბერს მუხრანბატონის სასახლის ეზოში ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოების მე-14 ცერემონია უნდა გაიმართოს.

წელს ამ პრემიაზე მისი ისტორიის არსებობის მანძილზე ყველაზე მეტი, 360 წიგნი იყო წარდგენილი, თუმცა წელს, ასევე პირველად, ყველაზე მოკლე იყო ფინალისტი წიგნების სია. წელს პირველად საკუთარ რჩეულს მკითხველიც გამოავლენს. ახლა ყველა მოელის, ვინ გახდება „საბა 2015“-ის გამარჯვებული. მანამდე კი, სანამ საბოლოო შედეგები გახდება ცნობილი, რადიო თავისუფლება „საბას“ ორგანიზატორ მაია ძირკველიშვილს გაესაუბრა, რომელმაც ილაპარაკა პრემია „საბაზე“, ჟიურის მუშაობის წესზე, პრემიის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებსა და ამ პრემიის მომავალზე.​

Your browser doesn’t support HTML5

პრემია „საბა“ - სცენაზე და კულისებში