პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური აქცენტები

ირაკლი ღარიბაშვილი

წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოკლედ შეეხო იმ ეკონომიკურ საკითხებს, რომლებიც ყოველდღიურად აღელვებს ქვეყნის მოსახლეობას. ეროვნული ვალუტის დევალვაცია, ინფლაცია, ბიუჯეტის შეუსრულებლობა - ეს ის პრობლემებია, რომლებიც წლის ბოლოს განსაკუთრებით აქტუალური გახდა. რა პასუხი აქვს საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე?

მიმდინარე წლის ბოლო თვეებში საქართველოს მოსახლეობას განსაკუთრებით აწუხებს ეროვნული ვალუტის დევალვაციის პროცესი. ლარის გაუფასურების შედეგად, მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილის დანაზოგები და შემოსავლებიც გაუფასურდა და იმპორტირებული პროდუქციის ფასმაც საგრძნობლად იმატა. მთავრობა აცხადებს, რომ ლარის არასტაბილურობა ძირითადად გამოწვეულია გარე ფაქტორების ზემოქმედებით და ამ პროცესში საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ ხედავს. იგივე აზრი გამოთქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 26 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

Your browser doesn’t support HTML5

პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური აქცენტები