როგორ "მივჭირხნოთ" პრეზიდენტი

გიორგი მარგველაშვილი

საქართველს პრეზიდენტისა და მთავრობის დაპირისპირებას ახალი იმპულსი შესძინა პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო უწყების მიმოწერის გასაჯაროებამ. ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალური მოწვევა პრეზიდენტის სახელზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 თებერვალს მიიღო, თუმცა უწყებამ პრეზიდენტს ამის შესახებ რამდენიმე თვის დაგვიანებით, 11 ივნისს აცნობა. საგარეო უწყებაში კი ამტკიცებენ, რომ თავდაპირველად მოწვევა შეცდომით მიხეილ სააკაშვილის სახელზე მოვიდა, თუმცა შეცდომის გამოსწორების შემდეგ, რასაც გარკვეული დროს დასჭირდა, პრეზიდენტ მარგველაშვილის მოსაწვევ ბარათზე გამოგზავნის თარიღად მაინც 25 თებერვალი დარჩა.

Your browser doesn’t support HTML5

როგორ "მივჭირხნოთ" პრეზიდენტი